საზღვაო კონტეინერები PDF Print E-mail

 

   

 

 

საზღვაო კონტეინერი ტვირთის გადატანის უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენს. ასეთი საზღვაო·კონტეინერის საშუალებით·შესაძლებელია აბსოლიტურად სხვადასხვა ზომის ტვირთის ტრანსპორტირება. ეს შეიძლება იყოს როგორც დიდი ტვირთი ასევე პატარა ტვირთი დიდი ოდენობით. საზღვაო კონტეინერით ტვირთი შეიძლება გადავიტანოთ სხვადასხვა სახის ტრანსპორტით: რკინიგზით,გემით, ავტომობილით და სხვა. ასეთი გადატანის დროს აუცილებლობას არ წარმოადგენს ტვირთის დამატებით შეფუთვა. ამის გამო, რათქმაუნდა ტვირთის დამუშავება ხდება ჩქარა, მცირდება ტრანსპორტირების დრო და საგრძნობლად ამცირებს ტვირთის თვითღირებულებას.

საზღვაო კონტეინერი წარმოადგენს ძალიან საიმედო ყუთს. ასეთი კონტეინერი იცავს ტვირთს მექანიკური დაზიანებებისგან და··დეფორმაციისაგან. საზღვაო კონტეინერმა ფართე გამოყენება ჰპოვა აგრეთვე როგორც სასაწყობედ, გარაჟად, სადაჩე სახლად და სხვა. საზღვაო კონტეინერი მთლიანად გერმეტულია და მისი კონსტრუქცია·წარმოადგენს რკინის ჩარჩოს,რომელიც დაფარულია ანტი კოროზიული ფოლადის ფურცლით. საზღვაო კონტეინერი··არსებობს 20 ფუტიანი(6მ) და 40 ფუტიანი (12 მ).

არსებობს აგრეთვე სპეციალური კონტეინერები: 20 და 40 ფუტიანი OPEN TOP (ზემოდან ღია), რომელიც დახურულია·ბრიზენტის ტენტით. ასევე 20 და 40 ფუტიანი კონტეინერები გადიდებული სიფართით PALLET WIDE და გადიდებული სიმაღლით HIGH CUBE.

ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გამო შეიძლება ვთქვათ, რომ საზღვაო კონტეინერი წარმოადგენს უნივერსალურს,·საიმედოს და იაფ, ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას.

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

40 ფუტიანი კონტეინერი (სტანდარტული)

გარეთა ზომებია: სიგრძე -12192მმ, სიგანე - 2438მმ, სიმაღლე - 2591მმ.

შიგა ზომებია: სიგრძე - 11998მმ,· სიგანე - 2330მმ, სიმაღლე - 2330მმ

კარები: სიფართე - 2343მმ, სიმაღლე - 2280მმ

წონა: 3900 კგ, ტვირთის წონა მაქ: 26580კგ,········ მოცულობა - 67,7 კუბ. მეტრი

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

20 ფუტიანი კონტეინერი (სტანდარტული)

გარეთა ზომებია: სიგრძე - 6058მმ, სიგანე - 2438მმ, სიმაღლე - 2591მმ

შიგა ზომებია: სიგრძე - 5867მმ, სიგანე - 2330მმ, სიმაღლე - 2350მმ·

კარები: სიფართე - 2335მმ , სიმაღლე - 2292მმ.

წონა -2080კგ, ტვირთის წონა მაქ.- 21920კგ, მოცულობა -33,9 კუბ.მეტრი

 

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

  20 ფუტიანი კონტეინერი (OREN TOP)

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

40 ფუტიანი კონტეინერი (OPEN TOP)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------