შიგა მოწყობა

მოდულური შენობების შიგა მოწყობა არის ძალიან განსხვავებული და ირჩევა იმისდა მიხედვით თუ რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ შენობას.

მოდით განვიხილოთ ორი კონკრეტული მაგალითი და დეტალურად გავაანალიზოთ ისინი.

პირველი მაგალითი – ეს არის ყველასეზონური საცხოვრებელი მშენებლებისთვის, ხოლო მეორე მაგალითია საოფისე შენობა.

ძირითადი მოთხოვნა მშენებლების ყველასეზონურად  მოთავსებისათვის არის კარგი თბოსაიზოლაციო თვისება. ამისათვის მოდულური შენობები ითბუნება ე.წ. მინერალური ბამბით, რამოდენიმე ფენად. ამავდროულად მონტაჟდება ელექტრო გათბობის სისტემა. მეორე აუცილებელი თვისება ეს არის პრაქტიკულობა და მომსახურების დიდი დრო. კედლისათვის გამოიყენება ხის პანელი ან ფანერა, რომელზეც თავისუფლად შეიძლება დამონტაჟდეს ყველა მოწყობილობა. ხოლო იატაკისათვის გამოიყენება ლინელიუმი.

ახლა განვიხილოთ მეორე მაგალითი – ოფისის შენობა.ამ შემთხვევისათვის აუცილებელია გარეთა სილამაზე. ამ მიზნისათვის ხშირად იყენებენ სხვადასხვა ფორმის ფერად გოფრირებულ ფურცლებს.ოფისის შიგა მხარეც უნდა გამოიყურებოდეს კარგად.ამისათვის კედლის მასალად ხშირად იყენებენ სხვადასხვა ფერისა და ფორმის MDF-ის პანელებს. იატაკისთვი გამოიყენება ლინელიუმი ან ლამინატი.